Friday, October 18, 2013

21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები და საგნის სტანდარტი

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  შედეგები:
    ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათოს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.


21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები:

შემოქმედებითობა      და     გამომგონებლობა
·         ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
·         ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
●     საღი მსჯელობა და აღქმა;
●     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
●     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
●     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
●     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
●     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
●     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
●     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
●      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
მედიაწიგნიერება
●      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
●      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

1 comment:

  1. კარგად არის შერჩეული სტანდარტები

    ReplyDelete