Sunday, November 10, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო, მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტების პრეზენტაცია. ყველას წარმატებებს ვუსურვებ.
   ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო ტრენინგით , ბევრი საჭირო ცოდნა შევიძინე რასაც სკოლის ცხოვრებაში გამოვიყენებ. რაც მთავარია გავიცანი საინტერესო და კარგი ადამიანები . განსაკუთრებული  მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერ  ნინოს .
                                                       წ ა  რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი 

Saturday, November 9, 2013

მერვე დღის რეფლექსია

 ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა ,ვემზადებით საბოლოო პრეზენტაციისათვის .
   დღეისათვის შევისწავლეთ  მოსწავლეებს  როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია სხავადასხვა რესურსებით. ასევე შევისწავლეთ GOOGLE DRIVE-დან როგორ შევადგინოთ გამოკითხვის რუბრიკა და და გადავიტანოთ ბლოგზე.
  POWERPOINT-ში WORD დოკუმენტების ატვირთვა და მათი გააქტიურება.
   ხვალინდელი დღე საინტერესო იქნება , რადგანაც საინტერესო პრეზენტაციების მოსმენა მოგვიწევს.

Sunday, November 3, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა, წყვილებში ვიმუშავეთ და შევაფასეთ კომენტარებით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა .
 შევისწავლეთ დიფერენცირება როგორ მოვახდინოთ და დავეხმაროთ მოსწავლეებს, შევადგინეთ შაბლონი  მოსწავლისათვის.
 ძალია საინტერესო იყო ბლოგებზე გაჯეტებისა და ფეიჯების ჩასმა.
დიდი მადლობა ნინოს .

Saturday, November 2, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

             დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
        ვისწავლეთ მოსწავლეთა ნამუშევრებს როგორ უნდა გავუკეთოთ კომენტარები რათა დავეხმაროთ პრეზენტაციის უკეთ წარმოდგენაში, რაც წყვილებში ვიმუშავეთ პრაქტიკულად როგორც word დოკუმენტში ასევე google drive-ში.
 მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციის მიხედვით შევავსეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა,
  ვისწავლეთ ვიდეო მასალების ატვირთვა google drive-ში  და მისი გადაყვანა საპრეზენტაციო სლაიდებში.
 ასევე ძალიან საინტერესო იყო ბლოგის დიზაინის შეცვლა და ბლოგზე ვიდეო მასალების ატვირთვა.
 დიდი მადლობა ნინოს საინტერესო ტრენინგისათვის .

Friday, November 1, 2013

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მეხუთე დღის რეფლექსია

  გავეცანით მე–3 და მე–4 მოდულებს , განვიხილეთ საავტორო უფლებები როგორ დავიცვათ და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს და გამოვუმუშავოთ სავტორო უფლებების დაცვის უნარ–ჩვევა. ასევე შვისწავლეთ როგორ შევქმნათ გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.   '' youtube''–დან  ვისწვლეთ მარტივი ხერხით  სასურველი  ვიდეოს გადმოწერა .
         ყველაზე მნიშვნელოვანია   მოსწავლის პოზიციაში ჩადგომა , რაც გამოიხატება პრეზენტაციის მომზადებაში.