Sunday, November 10, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი, ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო, მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პროექტების პრეზენტაცია. ყველას წარმატებებს ვუსურვებ.
   ძალიან კმაყოფილი ვარ ინტელის სასწავლო ტრენინგით , ბევრი საჭირო ცოდნა შევიძინე რასაც სკოლის ცხოვრებაში გამოვიყენებ. რაც მთავარია გავიცანი საინტერესო და კარგი ადამიანები . განსაკუთრებული  მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერ  ნინოს .
                                                       წ ა  რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი 

Saturday, November 9, 2013

მერვე დღის რეფლექსია

 ჩვენი ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა ,ვემზადებით საბოლოო პრეზენტაციისათვის .
   დღეისათვის შევისწავლეთ  მოსწავლეებს  როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია სხავადასხვა რესურსებით. ასევე შევისწავლეთ GOOGLE DRIVE-დან როგორ შევადგინოთ გამოკითხვის რუბრიკა და და გადავიტანოთ ბლოგზე.
  POWERPOINT-ში WORD დოკუმენტების ატვირთვა და მათი გააქტიურება.
   ხვალინდელი დღე საინტერესო იქნება , რადგანაც საინტერესო პრეზენტაციების მოსმენა მოგვიწევს.

Sunday, November 3, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემაც საინტერესოდ ჩაიარა, წყვილებში ვიმუშავეთ და შევაფასეთ კომენტარებით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა .
 შევისწავლეთ დიფერენცირება როგორ მოვახდინოთ და დავეხმაროთ მოსწავლეებს, შევადგინეთ შაბლონი  მოსწავლისათვის.
 ძალია საინტერესო იყო ბლოგებზე გაჯეტებისა და ფეიჯების ჩასმა.
დიდი მადლობა ნინოს .

Saturday, November 2, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

             დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.
        ვისწავლეთ მოსწავლეთა ნამუშევრებს როგორ უნდა გავუკეთოთ კომენტარები რათა დავეხმაროთ პრეზენტაციის უკეთ წარმოდგენაში, რაც წყვილებში ვიმუშავეთ პრაქტიკულად როგორც word დოკუმენტში ასევე google drive-ში.
 მოსწავლეთა სავარაუდო პრეზენტაციის მიხედვით შევავსეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა,
  ვისწავლეთ ვიდეო მასალების ატვირთვა google drive-ში  და მისი გადაყვანა საპრეზენტაციო სლაიდებში.
 ასევე ძალიან საინტერესო იყო ბლოგის დიზაინის შეცვლა და ბლოგზე ვიდეო მასალების ატვირთვა.
 დიდი მადლობა ნინოს საინტერესო ტრენინგისათვის .

Friday, November 1, 2013

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

მეხუთე დღის რეფლექსია

  გავეცანით მე–3 და მე–4 მოდულებს , განვიხილეთ საავტორო უფლებები როგორ დავიცვათ და როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს და გამოვუმუშავოთ სავტორო უფლებების დაცვის უნარ–ჩვევა. ასევე შვისწავლეთ როგორ შევქმნათ გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.   '' youtube''–დან  ვისწვლეთ მარტივი ხერხით  სასურველი  ვიდეოს გადმოწერა .
         ყველაზე მნიშვნელოვანია   მოსწავლის პოზიციაში ჩადგომა , რაც გამოიხატება პრეზენტაციის მომზადებაში. 

Sunday, October 20, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

  ტრენინგი უფრო ღრმა ფაზაში შედის და უფრო მეტად საინტერესოა, დღევენდელ დღეს  მოხდა საშინაო დავალების განხილვა , გავეცანით  მეორე მოდულის 4-5 აქტივობებს,  გავეცანით შეფასების გეგმას და შევიმუშავეთ  ჩვენი პროექტის შეფასების გეგმა, ასევე POVERPOINT -ში  შევქმენით სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია , ვისწავლეთ როგორ გამოვაქვეყნოთ პრეზენტაცია ბლოგზე.
  დიდი მადლობა ნინოს!

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Saturday, October 19, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი  კითხვა
          როგორ იწვევს კონფლიქტი ცვლილებებს?


თემატური კითხვა
ცვლის თუ არა საერთაშორისო და შიდა კონფლიქტები სამყაროს?



შინაარსობრივი კითხვები


  1. რა არის კონფლიქტი
  2. რა შედეგები შეიძლება მოიტანოს კონფლიქტმა
  3. როგორ შეიძლება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება
  4. როგორ მოაგვარებით დღეს არსებულ კონფლიქტებს მშვიდობიანი გზით


მესამე დღის რეფლექსია

  დღეს გავეცანით მეორე მოდულის აქტივობა- 1 და აქტივობა - 2,   შევარჩიეთ ჩვენი პროექტ გეგმის სტანდარტები და ინდიკატორები , ასევე შევიმუშავეთ და მოსწავლეთა ამოცანები და სწავლის შედეგები.
   დაწვრილებით გავეცანით თუ როგორ უნდა დაიწეროს ზოგადი , თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჯერ თეორიულად შემდეგ პრაქტიკულად, საინტერესო იყო google Drive მუშაობა , ვისწავლეთ თუ როგორ გავუზიაროთ  ერთმანეთს და რამდენიმემ  ერთად ვიმუშავოთ ერთ საკითხზე. დიდი მადლობა ნინოს! 

Friday, October 18, 2013

21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები და საგნის სტანდარტი

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  შედეგები:
    ისტ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშირს ფაქტებდა მოვლენებ  შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ისტ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები.
ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.


21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები:

შემოქმედებითობა      და     გამომგონებლობა
·         ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
·         ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
მედიაწიგნიერება
      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

Saturday, October 12, 2013

საპროექტო იდეა

ჩემი საპროექტო იდეაა  ''კონფლიქტები ''
 
   ამ პროექტზე იმუშავებენ საბაზო საფეხურის VIII კლასის მოსწავლეები, პროექტზე მუშაობისთვის ალბათ სამი თვე დამჭირდება , რადგან საკმაოდ ვრეცელი საკითხია,  მოსწავლეები განიხილავენ უძველესი დროის კონფლიქტებს და თანამედროვე პერიოდის კონფლიქტებსაც, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იქნება  მათი შეხედულებები თუ როგორ, რა ხერხებით და საშუალებებით შეიძლება ამ კონფლიქტების მოგვარება . 

ინტელის ტრენინგის – რეფლექსია

                                               პირველი დღის რეფლექსია
პირველმა დღემ  საინტერესოდ ჩაიარა , გავეცანით ბევრ საჭირო ინფორმაციას, განვიხილეთ 1 მოდულის 1, 2, 3 აქტივობები, ვნახეთ სხვადასხვა პროექტთა ნიმუშები, უკეთ გავეცანით პროექტ რომეო და ჯულიეტას .შევისწავლეთ პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდის შექმნა ,ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით,პროექტის გეგმის შაბლონი,პორტფოლიოს ჩეკლისტი, რუბრიკების პორტფოლიოპროექტის მახასიათებელი ჩეკლისტი. მაქვს მოლოდინი იმისა, რომ კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა შესაძლებლობას მომცემს სწორად წავრმართო პროექტით სწავლება და გავიდე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულშედეგებზე, განვუვითარო მოსწავლეებს 21 საუკუნის უნარ–ჩვევები.

                                                    მეორე დღის რეფლექსია

 დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესოდ წარიმართა , მოვისმინე საკმაოდ საინტერესო სა საპროექტო  იდეები, თითეულ მათგანს წარმატებებს ვუსურვებ.
გავეცანით პირველი მოდულის აქტივობა 4; აქტივობა 5; პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე , როგორ უნდა დავგეგმოთ სტატია და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ასევე ვიმუშავეთ  გამოცემის შაბლონების  შექმნაზე რაც პრაქტიკულად განვახორციელეთ , ვისწავლე როგორ უნდა შევქმნა შაბლონი word documet-ის გამოყენებით , როგორ უნდა შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი თემები რათა მიმზიდველი იყოს მკითხველისათვის. ასევე ვნახეთ გამზადებული ბროშურები  შევარჩიეთ და ჩვენი საპროექტო იდეეის მონახაზი გავაკეთეთ როგორც მშობლებისათვის ასევე მოსწავლეებისათვის,დავათვალიერეთ ჯგუფის წევრების ნამუშევრები . მივიღეთ დავალება დავასრულოთ  პუბლიკაციაზე მუშაობა , შევარჩიოთ 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევების და საგნის სტანდარტირომლის მიღწევაც გვსურს ჩვენს პროექტში და გამოვაქვეყნოთ ჩვენს ბლოგზე.